Tuesday, June 7, 2011

ცნობა!!!

აბა ხალხნო!!!
გაცნობებთ, რომ ამიერიდან გადავდივართ ახალ მისამართზე " www.softcolors.wordpress.com "
იქ დაიწერება ახალი პოსტები და ა.შ ))

იმედი მაქვს იქაც ისევე ხშირად მეწვევით, როგორც აქ :)

მიყვარხართ <3

Sunday, June 5, 2011

"დაუვიწყარი ზაფხული 2011"

"მენატრებოდი.. აჰ, რა ძალიან მენატრებოდი.. და აი, აქ ხარ.. მიყვარხარ ზაფხულო!"

აღმომხდა დღეს დილას, როცა ნახევრად თვალდახუჭულმა გავხედე ყვითელ მზეს <3 ჰოდა დავფიქრდი, აბა რა მინდა ამ ზაფხულს? რის გაკეთებას ვაპირებ? და ჩამონათვალიც სახეზეა :)

1.დასვენება მინდა ბათუმში/ქობულეთში. სულ ერთია ოღონდ ზღვა იყოს ^_^ <3



2.საზაფხულო რომანზე უარს არ ვიტყოდი.. (არც კი მჯერა ამას რომ ვამბობ o_O)


3.იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა ზაფხულს მთელი ერთი თვე წყალში გავატარე და ვერანაირი ზაგარი ვერ მივიღე, წელს კარგად გავშავდებოდი ^_^



4.კინაღამ დამავიწყდა.. მეგობრები! მათ გარეშე ფეხსაც არსად გავადგამ! <3



5.წავიდოდი გორებზე <3 (მეგობრებთან ერთად <3)



6.გადავიღებდი უამრავ ფოტოს <3 (მეგობრებთან ერთად <3)



7.ვიცეკვებდი წვიმაში!!!



8.ვიყიდდი ღია-ვარდისფერ ყვავილებიან სარაფანას <3 ან თეთრს <3 და ასეთივე ფერის "ბალეტკებს" <3


დაახლოებით ასეთი ნაჭრისას <3

9.შევჭამდი უამრავ შოკოლადს <3<3<3<3 და ყოველ დილით დავლევდი რძიან ყავას <3<3<3



10.არ ჩამოვრჩებოდი კლუბურ ცხოვრებას <3



11.წავიკითხავდი რაიმე მსუბუქსა და ლამაზ რომანს <3



12.დიდი სურვილი მაქვს ვაწარმოო ასეთი რაღაც <3



13.ვიყიდდი ერთ საშუალო ზომის ყავისფერ დათუნიას <3



14.ეგბა როგორმე ცურვა მესწავლა :დ



15.mp3 ვიყიდდი ცისფერს ან თეთრს :)



16.ვიძინებდი გვიანობამდე!!!



17.ვიყიდდი ფუმფულა კურდღელ(ან ნებისმიერი სხვა) ჩუსტებს ^_^




და საბოლოოდ გამოვიდოდა "დაუვიწყარი ზაფხული 2011" :)

Thursday, June 2, 2011

..და არა იყო რა


ნოემბრის თვეში გარდაცვლილი სული. წყვდიადში, საიდანღაც მომავალი აჟღერებული ვიოლინოს გოდება.. წაბლის მძიმე სურნელი.. რაღაცას ავდრიან ქუჩებში ქარი აუშვია.. თავიდან იწყებს ალბათ სუნთქვას..ღამის ყავისფერი ფრთები.. ღამის, რომელსაც არაფრით შეუძლია იყოს ღამე!
შორეულ კაშკაშს მიბჯენილი უაზრო მზერა.. მეორე, ისიც მიცვლილი, სიშორეს მიჩერებული ისე დგას, თითქოს ოცნებობსო.. 20 მეტრში უცნობი ჯარისკაცის გიჟი სამარე.. საშიში ღიმილი.. უფრო კისკისი.. დარღვეული სიახლოვე.. ნაკოწიწები ოცნების კივილი.. ნათება, რომელიც გზარავს.. ისევ ღამიანი გამოხედვა.. გაშტერება.. მიშტერება.. ბავშვის წივილი.. გულის შეკუმშვა.. შიში! ურწმუნოება.. დაღლა.. გაუსაძლისობა! ჩაკეცვა.. წითელი წყალი..
წვიმა მოუშვეს.. სიწითლეს გადარეცხავსო ალბათ.. სიშავეს რა უყოს?..
3..4..5.. ხუთი.. ხუთი.. ხუთი.. შერხეული ხმა.. მშრალი ტუჩები.. სასაცილოა, მაგრამ სველი თმა.. ატმისსურნელიანი.. (როგორც ყოველთვის)..
"ჰჰ".. - შეძახილი.. სწრაფი მოძრაობა.. ხშირი, წყვეტილი სუნთქვა.. სიცხე.. საშინელი სიცხე.. მერე უცებ სითბო..
"სუუ"..
"იცი.. იცი.. გავიღიმე და მოკვდა.. აქ ხარ?"
"არა! ეს შენ ხარ აქ!" :)

Thursday, May 26, 2011

ნი! (ისევ)

სიტყვებს ნელ-ნელა ქმნიან ასოები
და მე ისევ ვეტრფი სევდის სიმფონიას.
შენი ღიმილია ასე სასოებით,
ასეთი იმედით რომ ჰგავს სიდონიას.

წვიმდა იმ საღამოს ნაცრისფერ ქუჩაში,
ნეტავ ახლაც ისე მოთბილოდ იწვიმოს!
შენ თმები გაშალე წვეთების მუჭაში
და თმების ზვირთებით ემსგავსე დიდ ნინოს...

ატეხეს განგაშის წითელი ზარები;
მნათეს, ხელაპყრობის სული დაეღალა.
ომის სუნიანი ვეება ტაძრები
მღერდნენ ფორიაქის ნაცნობ სერენადას...

და ვიღაც, ხალხების მწვანე მორევიდან
აყვირდა - "დიდება სვანურ ლამარიას!"
მერე ამ მორევში ხალხმა დაგინახა
და ბრბო აჩურჩულდა ჩვენში თამარია!..

ღმრთისმშობელს ვავედრებ იისფერ ოცნებას,
შენ კი მსხვერპლად გწირავ მოთეთრო იმედებს...
ცისფერ კესანების მადლს ტანში თუ ვერ გრძნობ,
მოთეთრო მზერებით ნუ დამაიმედებ!...



გაგა გულიაშვილი <3

საერთოდ რა!...

ჩემზე სულელი და ოპტიმისტი ადამიანი არ მეგულება მთელს ქვეყანაზე.
გაახილე გოგო თვალი! შეხედე რეალობას თვალებში! მოიხსენი ეგ შავჩარჩოებიანი და ცისფერსარკეებიანი სათვალე და შემოუშვი რეალობა! როგორც სხვებმა.. უკვე დიდი ხარ საკმაოდ იმისთვის, რომ კარგი და ცუდი გაარჩიო. გაიგო ვინ არის შენთვის და ვინ უბრალოდ შენი. განასხვავო ისინი ერთმანეთისგან და ყურადღების ღირსად ჩათვალო ისინი, ვინც შენთვის არიან! იყოს შენი, ნიშნავს შენ გიყვარდეს და ენდობოდე მას, მაგრამ იყოს შენთვის, ნიშნავს უყვარდე და გენდობოდნენ შენ!

რა ადვილია იმის დაჯერება, რაც გვინდა, რომ ისე იყოს, როგორც ვისურვებთ. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ბოლოს თავს უკვე გამოყენებულ და აღარაფერში გამოსადეგ მეორე.. არა! მეასეხარისხოვან საგნად თვლი, რომელიც გაწურეს, დააშრეს, დააჭკნეს, გამოსთხოვეს და გამოსტყუეს ყველაფერი, რაც გააჩნდა და ეს ყველაფერი ტყუილით. მხოლოს იმიტომ, რომ ბოლოს ჩრდილში დაეგდოთ და ნამტირალევისთვის (და არამარტო) ცინიკურად ან საერთოდ არ შეეხედათ..

არ გეწუწუნებით!
მე მინდა მივმართო მათ, ვინც ასე აკეთებდა, აკეთებს ან ასე გააკეთებს..
ვინც და როგორც არ უნდა გძულდეთ, ნუ მოატყუებთ თვეებისა და წლების მანძილზე მას, ნუ გაწურავთ და ნუ დაუშრეტთ უკანასკნელ გრძნობებს, უკანასკნელ სუნთქვას, ცრემლს.. ნუ მოისვრით უკან, წარსულში, რომ მან უკეთ გაიგოს, თუ როგორ საშინლად მოატყუეთ, რომ ყოველი დღე უსაფუძვლო იმედით გაატარებინეთ.. ნუ მისცემთ საბაბს გენდოთ და დვალდახუჭულს ნუ აუხელთ ასე უცბად და მწარედ თვალს.. ნუ გაამწესებთ უკანასკნელ რაღაცად (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) თქვენს ცხოვრებაში.. სჯობს თავიდანვე უთხრათ გულიდან ამონასროლი ყველა მწარე და გულსატკენი სიტყვა.. მაშინ, ისე აღარ იდარდებს.. შემოჩვეულზე ძნელია უცებ ამოიგდო გულიდან (თუ საერთოდ შესაძლებელია ეს) ნუ ითამაშებთ მის გულწრფელობაზე.. თუ თქვენში ადამიანი მქვია, იმ ადამიანის ხათრით გთხოვთ არავის მოექცეთ ასე!

ახლა კი მათთვის მიჩუქნია ეს სიტყვები, ვინც არაერთხელ ჩაიდინა ასეთი არაადამიანობა!
მძულხართ! მთელი გულით მძულხართ! თქვენ ხართ გრძნობებისა და განცდების მწოველი ვამპირები! ჩემი ნება რომ იყოს მოგკლავდით! ნორმების დაუცველად! წამებით! თუმცა როგორც არ უნდა მეწამებინეთ, იმ ტკივილამდე მაინც ვერ მიხვიდოდით, როგორსაც ის ადამიანები განიცდიან, როს გამოც ეწამებით! და მაინც...

იმედია ჩემი "გაგიჟების" მერე ოდნავი სინანულის თუ არა, სიბრალულის გრძნობა მაინც გაგიჩნდებათ..
ახლა ფოქრობთ ეს გიჟი ვინააო.. აკლიაო.. მითხარით ეს ხმამაღლა! მე ამას არ ვმალავ! ჩემზე რომანტიკოსი არ მეგულება და ვისთვის რა მაქვს დასამალი?! მე ყველაზე დიდი გიჟი ვარ მთელს მსოფლიოში, მე ყველაზე მეტად განვიცდი ყველაფერს და მე ყველაზე მეტად ვძულვარ "მხოლოდ ჩემებს"!!!

დაბოლოს:

Wednesday, May 25, 2011

გამახარეთ.. მაჩუქეთ რომელიმე..

დღეს შევედი WWW.ANGEL.GE-ზე და გავხსენი ნიუსი სათაურით "Le Chou Chou-ის კოლექცია"
ახლავე გაგაცნობთ მას..

What a strange feeling!–თქვა თავისთვის ალისამ–I’m shutting up like a telescope!–და შემდეგ ის ძალიან,ძალიან პატარა გახდა.

ასე,როგორც ეს ალისას შემთხვევაში მოხდა,საოცრებათა ქვეყანაში გასეირნებისას,ისე თქვენც მოგივათ Le Chou Chou-ს სამყაროში მოგზაურობისას.თქვენ შეიგრძნობთ ჯადოსნურ სამყაროს და გადახვალთ სამყაროში,რომელსაც ბავშვობის ტკბილი მოგონებები უკავშირდება.
ელეგანტური ჩაიდნები და ფინჯნები პასტელურ ფერებში.საყურეები,სამაჯურები,ბეჭდები,თმის ჩხირები...გემრიელი ტორტები და მინიატურული კერამიკა კოლექციისთვის სახელწოდებით „Les Madeleines“.


nnapaola Rapacciuolo–დიზაინერი ამ საოცარი ბრენდისა შთაგონებული იყო მარსელ პროუსტის რომანის „Du côté de chez Swann“-ის ერთ-ერთი ეპიზოდით,რომელიც წიგნის პირველ ტომშია მოცემული,როცა მთავარი გმირი ჩაისა და კექსის მირთმევის შემდეგ იხსენებს ბავშვობაში გადამხდარ სასაცილო მომენტებს.

კოლექცია მოგაგონებთ მომადუნებელ წუთებს,როცა ჩაის სვამთ.კოლექცია მიძღვნილია რომანტიულ გოგონებზე,რომლებმაც იციან ხელახლა როგორ აღმოაჩინონ ბავშვობის სილამაზე და უმანკოება.













ძალიან მინდა ერთი მაინც.. ძაალიან..

Sunday, May 22, 2011

ნი!


-გამარჯობა გოგონა.
-გაგიმარჯოს ბიჭუნი.
-თქვენ ის არა ხართ, ლამაზ თვალებიანიაო რომ ამბობენ?
-არა.. მე არ მაქვს ლამაზი თვალები..
-შემეშალეთ? არაა! თქვენ ლამაზი თვალები გაქვთ. ცუდად იცით თვალების სილამაზის შეფასება პატარა ქალლბატონო.
-არა, მე არაფერი შემიფასებია.. ასე მეუბნებიან..
-ე.ი. მათ არ იციან, აი დიდმა (სახელი) კი იცის :)
-ვინ არის დიდი (სახელი)?
-ცოტა უქრის.. თავში უქრის.. ძალიან კეთილია მარა ამ თვისებას იშვიათად გამოხატავს ხოლმე..
-თუ უქრის ე.ი ყველაფერში უქრის და ალბათ ამ საკითხშიც უქრის.
-შენ არ იცი ქროლვა.. ეგ ქროლვა, რომელიც დიდმა გრძნობამ გამოუგზავნა ხალხს.
-აა ეგ ქროლვა მეც მიქრის..თან ძალიან მწარედ.
-მაშინ მითხარი, რომელმა დიდმა გრძნობამ გამოაგზავნა ეგ ქროლვა?
-ბევრმა გააერთიანა..მეგობრობამ, სიგიჟებ, სიყვარულმა, სიძულვილმა, კეთილშობილებამ.. სიმწარეს გამოატანეს.
-არა თქვენ სეცდით ლამაზთვალება გოგოვ!!! არამც და არამც!!!!!
-აბა თქვენ რას ფიქრობთ?
-დიდი გრძნობა ერთია, მხოლოდ ერთი, მაგრამ ისეთი ერთი რომ ის ერთი ყველაფერია!
-სიყვარული? არა არა სად მაქვს მაგხელა პატივი მე.
-შენ კი არ გაქვს, იმას ჰყავხარ..
-რატომ ვერ ვგრძნობ?
-ვერ გრძნობ? სიყვარული ღმერთია.. ღმერთს გრძნობ?
-ღმერთს?
-ჰო ღმერთს..
-ხანდახან..
-ხანდახან? მე და შენ სალაპარაკო გვაქვს..
-მგონი ჰო..
-მგონი კი არა ასიან.. ასიან კარაპეტიანს იცნობ შენ?
-არა..
-ნურც გაიცნობ!
-საინტერესო ვინმეა?
-ძალიან! ძალიან! ძალიან! და კიდევ უფრო საშიში!
-მაშინ არ მინდა! არ გავიცნობ!
-ნურც..
-არც..
-ხვალ დაგელაპარაკები.. ახლა ნიის ველაპარაკები..
-ნიის მეტყვი ხვალ ყურში!
-რამდენიმე წუთის წინ გავიცანი..
-ჰოდა მეტყვი!