Thursday, May 26, 2011

ნი! (ისევ)

სიტყვებს ნელ-ნელა ქმნიან ასოები
და მე ისევ ვეტრფი სევდის სიმფონიას.
შენი ღიმილია ასე სასოებით,
ასეთი იმედით რომ ჰგავს სიდონიას.

წვიმდა იმ საღამოს ნაცრისფერ ქუჩაში,
ნეტავ ახლაც ისე მოთბილოდ იწვიმოს!
შენ თმები გაშალე წვეთების მუჭაში
და თმების ზვირთებით ემსგავსე დიდ ნინოს...

ატეხეს განგაშის წითელი ზარები;
მნათეს, ხელაპყრობის სული დაეღალა.
ომის სუნიანი ვეება ტაძრები
მღერდნენ ფორიაქის ნაცნობ სერენადას...

და ვიღაც, ხალხების მწვანე მორევიდან
აყვირდა - "დიდება სვანურ ლამარიას!"
მერე ამ მორევში ხალხმა დაგინახა
და ბრბო აჩურჩულდა ჩვენში თამარია!..

ღმრთისმშობელს ვავედრებ იისფერ ოცნებას,
შენ კი მსხვერპლად გწირავ მოთეთრო იმედებს...
ცისფერ კესანების მადლს ტანში თუ ვერ გრძნობ,
მოთეთრო მზერებით ნუ დამაიმედებ!...



გაგა გულიაშვილი <3

No comments:

Post a Comment