Thursday, June 2, 2011

..და არა იყო რა


ნოემბრის თვეში გარდაცვლილი სული. წყვდიადში, საიდანღაც მომავალი აჟღერებული ვიოლინოს გოდება.. წაბლის მძიმე სურნელი.. რაღაცას ავდრიან ქუჩებში ქარი აუშვია.. თავიდან იწყებს ალბათ სუნთქვას..ღამის ყავისფერი ფრთები.. ღამის, რომელსაც არაფრით შეუძლია იყოს ღამე!
შორეულ კაშკაშს მიბჯენილი უაზრო მზერა.. მეორე, ისიც მიცვლილი, სიშორეს მიჩერებული ისე დგას, თითქოს ოცნებობსო.. 20 მეტრში უცნობი ჯარისკაცის გიჟი სამარე.. საშიში ღიმილი.. უფრო კისკისი.. დარღვეული სიახლოვე.. ნაკოწიწები ოცნების კივილი.. ნათება, რომელიც გზარავს.. ისევ ღამიანი გამოხედვა.. გაშტერება.. მიშტერება.. ბავშვის წივილი.. გულის შეკუმშვა.. შიში! ურწმუნოება.. დაღლა.. გაუსაძლისობა! ჩაკეცვა.. წითელი წყალი..
წვიმა მოუშვეს.. სიწითლეს გადარეცხავსო ალბათ.. სიშავეს რა უყოს?..
3..4..5.. ხუთი.. ხუთი.. ხუთი.. შერხეული ხმა.. მშრალი ტუჩები.. სასაცილოა, მაგრამ სველი თმა.. ატმისსურნელიანი.. (როგორც ყოველთვის)..
"ჰჰ".. - შეძახილი.. სწრაფი მოძრაობა.. ხშირი, წყვეტილი სუნთქვა.. სიცხე.. საშინელი სიცხე.. მერე უცებ სითბო..
"სუუ"..
"იცი.. იცი.. გავიღიმე და მოკვდა.. აქ ხარ?"
"არა! ეს შენ ხარ აქ!" :)

No comments:

Post a Comment