Thursday, May 26, 2011

საერთოდ რა!...

ჩემზე სულელი და ოპტიმისტი ადამიანი არ მეგულება მთელს ქვეყანაზე.
გაახილე გოგო თვალი! შეხედე რეალობას თვალებში! მოიხსენი ეგ შავჩარჩოებიანი და ცისფერსარკეებიანი სათვალე და შემოუშვი რეალობა! როგორც სხვებმა.. უკვე დიდი ხარ საკმაოდ იმისთვის, რომ კარგი და ცუდი გაარჩიო. გაიგო ვინ არის შენთვის და ვინ უბრალოდ შენი. განასხვავო ისინი ერთმანეთისგან და ყურადღების ღირსად ჩათვალო ისინი, ვინც შენთვის არიან! იყოს შენი, ნიშნავს შენ გიყვარდეს და ენდობოდე მას, მაგრამ იყოს შენთვის, ნიშნავს უყვარდე და გენდობოდნენ შენ!

რა ადვილია იმის დაჯერება, რაც გვინდა, რომ ისე იყოს, როგორც ვისურვებთ. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ბოლოს თავს უკვე გამოყენებულ და აღარაფერში გამოსადეგ მეორე.. არა! მეასეხარისხოვან საგნად თვლი, რომელიც გაწურეს, დააშრეს, დააჭკნეს, გამოსთხოვეს და გამოსტყუეს ყველაფერი, რაც გააჩნდა და ეს ყველაფერი ტყუილით. მხოლოს იმიტომ, რომ ბოლოს ჩრდილში დაეგდოთ და ნამტირალევისთვის (და არამარტო) ცინიკურად ან საერთოდ არ შეეხედათ..

არ გეწუწუნებით!
მე მინდა მივმართო მათ, ვინც ასე აკეთებდა, აკეთებს ან ასე გააკეთებს..
ვინც და როგორც არ უნდა გძულდეთ, ნუ მოატყუებთ თვეებისა და წლების მანძილზე მას, ნუ გაწურავთ და ნუ დაუშრეტთ უკანასკნელ გრძნობებს, უკანასკნელ სუნთქვას, ცრემლს.. ნუ მოისვრით უკან, წარსულში, რომ მან უკეთ გაიგოს, თუ როგორ საშინლად მოატყუეთ, რომ ყოველი დღე უსაფუძვლო იმედით გაატარებინეთ.. ნუ მისცემთ საბაბს გენდოთ და დვალდახუჭულს ნუ აუხელთ ასე უცბად და მწარედ თვალს.. ნუ გაამწესებთ უკანასკნელ რაღაცად (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) თქვენს ცხოვრებაში.. სჯობს თავიდანვე უთხრათ გულიდან ამონასროლი ყველა მწარე და გულსატკენი სიტყვა.. მაშინ, ისე აღარ იდარდებს.. შემოჩვეულზე ძნელია უცებ ამოიგდო გულიდან (თუ საერთოდ შესაძლებელია ეს) ნუ ითამაშებთ მის გულწრფელობაზე.. თუ თქვენში ადამიანი მქვია, იმ ადამიანის ხათრით გთხოვთ არავის მოექცეთ ასე!

ახლა კი მათთვის მიჩუქნია ეს სიტყვები, ვინც არაერთხელ ჩაიდინა ასეთი არაადამიანობა!
მძულხართ! მთელი გულით მძულხართ! თქვენ ხართ გრძნობებისა და განცდების მწოველი ვამპირები! ჩემი ნება რომ იყოს მოგკლავდით! ნორმების დაუცველად! წამებით! თუმცა როგორც არ უნდა მეწამებინეთ, იმ ტკივილამდე მაინც ვერ მიხვიდოდით, როგორსაც ის ადამიანები განიცდიან, როს გამოც ეწამებით! და მაინც...

იმედია ჩემი "გაგიჟების" მერე ოდნავი სინანულის თუ არა, სიბრალულის გრძნობა მაინც გაგიჩნდებათ..
ახლა ფოქრობთ ეს გიჟი ვინააო.. აკლიაო.. მითხარით ეს ხმამაღლა! მე ამას არ ვმალავ! ჩემზე რომანტიკოსი არ მეგულება და ვისთვის რა მაქვს დასამალი?! მე ყველაზე დიდი გიჟი ვარ მთელს მსოფლიოში, მე ყველაზე მეტად განვიცდი ყველაფერს და მე ყველაზე მეტად ვძულვარ "მხოლოდ ჩემებს"!!!

დაბოლოს:

No comments:

Post a Comment