Wednesday, May 25, 2011

გამახარეთ.. მაჩუქეთ რომელიმე..

დღეს შევედი WWW.ANGEL.GE-ზე და გავხსენი ნიუსი სათაურით "Le Chou Chou-ის კოლექცია"
ახლავე გაგაცნობთ მას..

What a strange feeling!–თქვა თავისთვის ალისამ–I’m shutting up like a telescope!–და შემდეგ ის ძალიან,ძალიან პატარა გახდა.

ასე,როგორც ეს ალისას შემთხვევაში მოხდა,საოცრებათა ქვეყანაში გასეირნებისას,ისე თქვენც მოგივათ Le Chou Chou-ს სამყაროში მოგზაურობისას.თქვენ შეიგრძნობთ ჯადოსნურ სამყაროს და გადახვალთ სამყაროში,რომელსაც ბავშვობის ტკბილი მოგონებები უკავშირდება.
ელეგანტური ჩაიდნები და ფინჯნები პასტელურ ფერებში.საყურეები,სამაჯურები,ბეჭდები,თმის ჩხირები...გემრიელი ტორტები და მინიატურული კერამიკა კოლექციისთვის სახელწოდებით „Les Madeleines“.


nnapaola Rapacciuolo–დიზაინერი ამ საოცარი ბრენდისა შთაგონებული იყო მარსელ პროუსტის რომანის „Du côté de chez Swann“-ის ერთ-ერთი ეპიზოდით,რომელიც წიგნის პირველ ტომშია მოცემული,როცა მთავარი გმირი ჩაისა და კექსის მირთმევის შემდეგ იხსენებს ბავშვობაში გადამხდარ სასაცილო მომენტებს.

კოლექცია მოგაგონებთ მომადუნებელ წუთებს,როცა ჩაის სვამთ.კოლექცია მიძღვნილია რომანტიულ გოგონებზე,რომლებმაც იციან ხელახლა როგორ აღმოაჩინონ ბავშვობის სილამაზე და უმანკოება.













ძალიან მინდა ერთი მაინც.. ძაალიან..

No comments:

Post a Comment