Sunday, May 22, 2011

ნი!


-გამარჯობა გოგონა.
-გაგიმარჯოს ბიჭუნი.
-თქვენ ის არა ხართ, ლამაზ თვალებიანიაო რომ ამბობენ?
-არა.. მე არ მაქვს ლამაზი თვალები..
-შემეშალეთ? არაა! თქვენ ლამაზი თვალები გაქვთ. ცუდად იცით თვალების სილამაზის შეფასება პატარა ქალლბატონო.
-არა, მე არაფერი შემიფასებია.. ასე მეუბნებიან..
-ე.ი. მათ არ იციან, აი დიდმა (სახელი) კი იცის :)
-ვინ არის დიდი (სახელი)?
-ცოტა უქრის.. თავში უქრის.. ძალიან კეთილია მარა ამ თვისებას იშვიათად გამოხატავს ხოლმე..
-თუ უქრის ე.ი ყველაფერში უქრის და ალბათ ამ საკითხშიც უქრის.
-შენ არ იცი ქროლვა.. ეგ ქროლვა, რომელიც დიდმა გრძნობამ გამოუგზავნა ხალხს.
-აა ეგ ქროლვა მეც მიქრის..თან ძალიან მწარედ.
-მაშინ მითხარი, რომელმა დიდმა გრძნობამ გამოაგზავნა ეგ ქროლვა?
-ბევრმა გააერთიანა..მეგობრობამ, სიგიჟებ, სიყვარულმა, სიძულვილმა, კეთილშობილებამ.. სიმწარეს გამოატანეს.
-არა თქვენ სეცდით ლამაზთვალება გოგოვ!!! არამც და არამც!!!!!
-აბა თქვენ რას ფიქრობთ?
-დიდი გრძნობა ერთია, მხოლოდ ერთი, მაგრამ ისეთი ერთი რომ ის ერთი ყველაფერია!
-სიყვარული? არა არა სად მაქვს მაგხელა პატივი მე.
-შენ კი არ გაქვს, იმას ჰყავხარ..
-რატომ ვერ ვგრძნობ?
-ვერ გრძნობ? სიყვარული ღმერთია.. ღმერთს გრძნობ?
-ღმერთს?
-ჰო ღმერთს..
-ხანდახან..
-ხანდახან? მე და შენ სალაპარაკო გვაქვს..
-მგონი ჰო..
-მგონი კი არა ასიან.. ასიან კარაპეტიანს იცნობ შენ?
-არა..
-ნურც გაიცნობ!
-საინტერესო ვინმეა?
-ძალიან! ძალიან! ძალიან! და კიდევ უფრო საშიში!
-მაშინ არ მინდა! არ გავიცნობ!
-ნურც..
-არც..
-ხვალ დაგელაპარაკები.. ახლა ნიის ველაპარაკები..
-ნიის მეტყვი ხვალ ყურში!
-რამდენიმე წუთის წინ გავიცანი..
-ჰოდა მეტყვი!

No comments:

Post a Comment