Wednesday, May 18, 2011

ვის ცრემლი და ვის სიცილი..

დღეს სკოლა იმის გამო გავაცდინე, რომ ჩემი 3 წლის ბიძაშვილის ზეიმზე წავსულიყავი..
მაშ ასე, დავიწყოთ:
ზეიმი უნდა დაწყებულიყო 10:30 საათზე, მაგრამ გაურკვეველი მიზეზებით დაიწყო 11:00 საათზე;

კარგა ხანს ველოდეთ, რომ კარებიდან ბავშვები გამოჩნდებოდნენ.. მაგრამ ნურას უკაცრავად!! 11 საათამდე ყველა გამოვიდა იმ კარიდან ბავშვების გარდა..

შემდეგ შემოვიდა მასწავლებელი და იძახის: "რა ვქნათ დავაბეჭდინოთ საერთო სურათი ფოტოგრაფს?" ისმის პასუხი: "რამდენი უნდა წაგვართვა?" მერე ყველა იცინის..

(P.S ვამატებ, რომ იქ, სადაც მე "ვიჯექი" ჩემ გვერდზე იყო 4 ახალგაზრდა, 3 გოგო და ერთი ბიჭი.. სანამ ზეიმი დაიწყებოდა, რაღაცებს ჰყვებოდნენ და ისე ხარხარებდნენ მთელი დარბაზი იმათ შესცქეროდა :დ)

აი მუსიკა ჩაირთო და გამოდიან ბავშვები ("გვეღირსა" ისმის ჩურჩული) დეეედააა o_O იიქ იმაათ ამბებიი დაატრიალეეეს :დ ვინ სად გარბოდა.. ვინ ვის ეძახდა და ვინ როგორ ტიროდაა.. :დ ჩემს თავზე აღარაფერს ვამბობ.. ჩაბჟირებამდე ვიცინე.. :დ
მე და დედა ერთმანეთს ვაწყდებოდით სიცილით.. ცრემლები გვდიოდა.. ისე მერე მასწავლებლები შემეცოდნენ.. ეს ბავშვები ტიროდნენ, ჩხაოდნენ სად ეცალათ საცეკვაოდ.. დადგნენ ეს მასწავლებლები და მღეროდნენ და ცეკვავდნენ :დ

ერთი გოგო იყო.. ნინი ერქვა თუ არ ვცდები :დ მთელი დარბაზი ეხვეწა ლექსი მოყევიო და შეჯდა ვირზე არაო :დ

მერე ერთი ნომერი ჰქონდათ საცეკვაო :დ ჯერ რაღაცას ტლინკაობდნენ (მასწავლებლები) მერე ერთმანეთს უნდა ჩახუტებოდნენ.. აი ეს კი მოეწონათ ბავშვებს.. (21 საუკუნე მაინც თავისას შვრება :დ) ვინ ვის ეხუტებოდაა.. გოგო გოგოს, ბიჭი-ბიჭს.. იყო ბიჭი-გოგოს ჩახუტებაც.. :დ ხან ვის მიაჩეჩებდნენ კენტად დარჩენილ ბავშვს მასწავლებლები და ხან ვის.. :დ

ბოლოს ეს ქანცგაწყვეტილი მასწავლებელი და ძიძა მიესვენნენ და ძვირფასო მშობლებო, ამით ჩვენი პატარა ზეიმი ამოიწურაო და ყველამ ტაში დაუკრა (მასწავლებლებს) :დ

ჰო.. ეხლა რაზე დავწერე ამდენი :დ მომენატრა ბავშვობა.. ("ოჰ" კი არა ვიცი, რომ არც ახლა ვარ დიდი, მაგრამ "ის" ბავშვობა მაინც სულ სხვა იყო..)
ჩემი ბავშვობის ფრაზები:
"ოო გადი რაა"
"აღარ ვარ მე შენი დაქალი"
"ქალოოო.." (ყველა ჩემს დაქალს ასე მივმართავდი :დ)
"ეს ფოთლები დავნაყოთ და თევზები იყოს, ეს ქვები კიდევ კარტოფილები"
"დედაააა.. ბაღის უკან გამიშვებ სათამაშოდ?"
"აუუ ისეევ ესს ჯინჭყლი ბავშვი მოდიიის რააა.." (ჯინჭყლი :დდდდდდ)
"წითელი, ყვითელი, შავი.."
"მგეელოო მგეელოო პირდაუნაბნელოო"
"გზაზე მიდის მიკიაა.."
"ჯუნა, მარი, მედო, ხატია, ქეთი, თიკო.. დედამ 20 თეთრი მომცა და წამო მაღაზიაში.."
"ვჭააამ და ჩამოვაააალ"
"დეეეეეე.. 10 თეთრი გადმომიგდე რააა.."
და სხვა მრავალი..

ბავშბოვაში მეც:
მითამაშია ტალახში;
მიყიდია ჟელიბონი და მერე მთელი ეზოსთვის დამირიგებია;
მითამაშია გასწრობანა;
"კევი" მიმიცია ლაშასთვის, რომ ველოსიპედზე დავესვი; (:დდ)
წრეში ბურთის დროს მომიტყუებია, რომ არ დავჭრილვარ;
ბაყაყობანა მითამაშია კაბით;
შლოპანცები გამირეცავს ონკანზე;
სახლიდან ათასი რამ ჩამიტანია, ეზოში მოყვანილი მაწანწალა ძაღლისათვის და სხვ.

მენატრება ბავშვობაა..!!!

No comments:

Post a Comment