Thursday, May 19, 2011

არაუშავს.. :)

ერთმა დიდმა (?) კაცმა თქვა პოსტის დაწერის აზრი, კითხვისას მოდისო.. ჰოდა ვათვალიერებდი "აწ გარდასულ პოსტებს" და ერთ-ერთში მაქვს გამოყენებული სიტყვა - არაუშავს. მინდა დღევანდელი პოსტი ამ სიტყვას მივუძღვნა..

არაუშავს - საერთოდ ეს სიტყვა ჩემი ცხოვრების წინამძღვარია. ამ სიტყვის გარეშე ვიქნებოდი ძალიან დათრგუნული და ვინერვიულებდი ყველასა და ყველაფერზე (უმნიშვნელოზეც კი).
ამ სიტყვის დანიშნულებაა განგტვირთოს (მთლად ისეც არა ახლა :დ) ამ სიტყვას შეუძლია დაგავიწყოს პრობლემა.. ნუ ახლა მთლად დავიწყებას ვერ შეგპირდებით, მაგრამ ოპტიმისტურად მაინც განგაწყობთ :) ჩემზე ყოველ შემთხვევაში კარგად მოქმედებს :)
ახლა კი განვიხილოთ შემთხვევები, სადაც ამ სიტყვას დიდი წვლილი მიუძღვის თქვენს კარგ ხასიათში :)
მას ასე, დავიწყოთ:
1.კომპიუტერთან დაჯდომა გინდათ, მაგრამ გაკვეთილები გაქვთ სასწავლი..
"არაუშავს" - და ჯდებით კომპიუტერთან, ყველაფერი კარგად იქნება :)
2.ვიღაცას რაღაც აწყენინეთ..
"არაუშავს" - და ყველაფერი კარგად იქნება :)
3.მიგატოვეს..
"არაუშავს" - და ყველაფერი კარგად იქნება :)
4.რაღაცის ყიდვა დაგავიწყდათ.. ხელახლა წასვლა კი გეზარებათ მაღაზიაში..
"არაუშავს" - და ყველაფერი კარგად იქნება :)
5.დაქალისთვის/ძმაკაცისთვის განკუთვნილი მესიჯი სხვას მისწერეთ..
"არაუშავს" - და ყველაფერი კარგად იქნება :)
6.დავალებას წერთ და შეგეშალათ..
"არაუშავს" - და ყველაფერი კარგად იქნება :)

"არაუშავს" ყველაფრის წამალია <3 დამიჯერეთ, თქვით ეს სიტყვა გამოუვალ სიტუაციებში და ოდნავ მაინც სეგიმსუბუქდებათ გასაჭირი :)

(P.S მე ვამბობ იმ წამს ოპტიმისტურად განგაწყობთ მეთქი.. მაგრამ არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერს შველის და წყვეტს. დავალების არდაწერა არც ისე კარგია..)

DON'T CRY!! JUST SAY FUCK AND SMILE :)



ვინც ვერ მიხვდა ეს ფოტო რატომ დავადე ამ პოსტს : ამ გოგოსთვის ყველაფერი სულ ერთია :) არაფერზე ნაღვლობს :) და ჩემს მკიტხველსაც ამას ვურჩევ :) (მთლად MAX ზომებსაც ნუ მიიღებთ :დ)

2 comments:

  1. araushavs :))) kargi blogi gaqvs :)) momewona magram cota dasaxvewia (rogorc chemi) ar gegonos rom vfilosofosob :)))

    ReplyDelete
  2. Malachy
    გმადლობ :) დასახვეწია ვიცი.. ბევრი აკლია.. ხშირად ვერ ვიცლი. გესტუმრები მეც :*

    ReplyDelete