Tuesday, May 3, 2011

ავტობუსში

დილით ძლივს ავდექი.. საშინლად მეძინებოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო.. მამას მიხედვა უნდოდა.. ვიცოდი იმ საავადმყოფოში ისე ვერავინ მოუვლიდა, როგორ მე..
რადგან სამარშუტო ტაქსით მგზავრობის ფული არ მქონდა, ავტობუსში ავედი (უკვე დიდი ხანი იყო ასე ვმგზავრობდი).. ხალხით იყო გაჭედილი.. ფეხზე დავდექი.. სხვა გზა არ იყო.. მერე ერთი ადგილი განთავისუფლდა და ფეხზე დგომით გათანგული (რადგან დიდი მანძილი იყო სახლიდან საავადმყოფომდე) დავჯექი.. ცოტა.. ცოტა კი არა სივიწროვე იყო, მაგრამ ფეხზე დგომას მაინც მერჩია.. სიმართლე გითხრათ ყურადრება არავისთვის მიმიქცევია.. დავჯექი და მაშინვე ფიქრს მივეცი (ბოლო დროს უაზროდ უსასრულო ფიქრი დამჩემდა..) როცა საბოლოოდ დავუბრუნდი რეალობას, ჩემ გვერდით მჯდარი ბიჭი (მაშინღა შევამჩნიე) ისეთი სახით მიყურებდა, თავი მის მხარზე ხომ არ მედო და ხომ არ ჩამძინებოდა გადავამოწმე.. (იქნებ კიდეც ჩამეყვინთა და მის მხარზე აღმოჩენილიყო ჩემი თავი.. დარწმუნებული არ ვარ).. უხერხულად შევიშმუშნე და მანაც მომაშორა მწველი მზერა.. მერე ჩემ წინ ადგილი განთავისუფლდა და სივიწროვეც დაირღვა, რადგან მე იმ ადგილზე გადავსკუპდი.. და უცებ დაღლილი თვალებით მის ბავშვურ, დიდრონ თვალებს შევეფეთე და იდიოტივით მივაშტერდი კიდეც.. მანაც მომკრა თვალი და ჩაიღიმა.. მე ამ სამყაროს უკვე გამოთიშული ვიყავი, მისი თვალების ცქერაში ჩაღვრილი და გამოვერკვიე მისი ზეციური ღიმილის შემყურე.. მერე ისევ სულელივით მივაშტერდი.. თვალები მისკენ გარბოდნენ კისრისტეხით.. ბოლოს ჩემს თავზე გავბრაზდი : "რა დროს ამ ბიჭის ლამაზი თვალებია, მამა მელოდება მეთქი".. მაგრამ ისევ რომ მოვკრავდი თვალს.. ძალაუნებურად ვშეშდებოდი.. მინდოდა მთელი ცხოვრება მეყურებინა ამ თვალებისთვის და არასდროს მომბეზრდებოდა.. მერე (ჩემდა გასაოცრად) როგორღაც მოვწყვიტე მის თვალებს მზერა და ფანჯარაში გავიხედე.. გიჟივით წამოვხტი : რამოდენიმე მეტრით ვიყავი გაცდენილი ჩემს გაჩერებას.. ავდექი.. მან კი შემომხედა.. შემომხედა.. და..
- "გოგონა, თქვენც ლამაზი თვალები გაქვთ"..

No comments:

Post a Comment