Sunday, May 1, 2011

რა არის ბედნიერება?

ჩემთვის ბედნიერებაა როცა:

1. ჩემ გარშემო ყველა კარგ ხასიათზეა;
2. როცა ბევრი შოკოლადი და ტკბილეული მაქვს;
3. ახალი ნაბანავები ვარ :P ;
4. კონცერტი კარგად ჩაივლის;
5. ვიღაც მეუბნება, რომ ვუყვარვარ;
6. მეგობრებთან ერთად ვარ;
7. ფული მაქვს და მეგობრებს ბევრ ტკბილეულსა და რაღაც-რუღაცებს ვყიდულობ;
8. მყიდულობენ იმას, რაც მინდა (აქ ყველაფერი იგულისხმება);
9. გაკვეთილი კარგად ვიცი და 10-საც ვღებულობ;
10. ახალ საინტერესო წიგნს ვიპოვნი და წავიკითხავ..

აი ესენია ჩემი ბედნიერებების მიზეზები.. კიდევ ბევრის დასახელება შემიძლია, მაგრამ ეს მაინც ის ძირითადია..
ბედნიერება მათთვის:
მათემატიკის მასწავლებელი : "როცა გაკვეთილი კარგად ჩაივლის"
ქართულის მასწავლებელი : "როცა შენ გარშემო ყველა ბედნიერი და უზრუნველყოფილია                                                          ყველაფრით და მათ შორის შენც"
ჩემი ერთი მეგობარი : "უუფ"... (ანუ ეგ დიდი ფილოსოფიაა ჩემთვისო.. ან კიდევ მე რო ეგ                                                 ვიცოდე აქამდე ასე კი არ ვიქნებოდიო )
ჩემი მეორე მეგობარი : "17 ლარი" (ამას ბინდის მე-4 ნაწილის ყიდვა უნდა :დ)
ჩემი მესამე მეგობარი : "ცალკე ცხოვრება მინდა 1 წლით"
ჩემი მეოთხე მეგობარი : "კოომპიიუტერიიი" (და ამით ყველაფერი ნათქვამია :დ)

დაბოლოს:

ბედნიერება:
გაქვს ის, რაც გინდა და გინდა ის, რაც გაქვს...
                                                                                      -ჯოშ ბილინგსი- 
 

და თქვენთვის რა არის ბედნიერება?

No comments:

Post a Comment