Thursday, April 14, 2011

ტირილი.. ღიმილი.. სიცილი..

- კვარაცხელია!

- ვარ.

- ლომიძე!

- ვარ.

- ნასყიდაშვილი!

- არ არის მასწ.





ზღვის პირას, დიდ ლოდზე მდგომ სიფრიფანა გოგონას ქარი თეთრი პერანგის გაძრობას უპირებდა. ნაჭრის შრიალის ხმა ქარისას ერთვოდა და რაღაც ორხმიან სიმღერას მოჰგავდა. ქარი როდი სჯერდებოდა პერანგთან ომს?! ის გოგონას თმასაც უპირებდა გატაცებას. გოგონა კი ზღვისკენ იყურებოდა, დიდ ლოდზე გამართული იდგა და ქართან ჭიდილი სიამოვნებას ჰგვრიდა. თეთრი პერანგი ეცვა. კაბაც თეთრი... პერანგს ლურჯი ზოლები ისე ემჩნეოდა, როგორც გოგონას სახეს და მოოკეანო თმას ცრემლის წვეთები. ცრემლები ღვთიური თვალებიდან საღვთო სახეზე მოღოღავდა, ღვთიურ თმას ალტობდა და ღვთიურად უერთდებოდა ზღვას...





- კვარაცხელია!

- ვარ.

- ლომიძე!

- ვარ.

- ნასყიდაშვილი!

- არ არის მასწ.



(გაგა გულიაშვილი <3)

No comments:

Post a Comment