სიკვდილს ხატავდნენ ცელით...
ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლისა.
51- ე საშუალო სკოლის მოსწავლე.
სკოლაში მასწავლებელს თემა მიუცია დასაწერად სათაურით: „ ვის მივულოცავდი სახელსა და დიდებას?“- მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასო,- დაუწერია.
ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლისა,
კომაროვის სკოლის X კლ. მოსწავლე.
წინა დღეებში მითხრა: - ბებო, ფოთოლცვენა მესიზმრა, და მე ამ ფოთლების წვიმაში დავდიოდი, ეს რაღას ნიშნავსო?
- არ ვიცი-მეთქი, - ვეუბნებოდი. ვაითუ, ესეც სიკვდილს ნიშნავდა...
თამუნა ჭოველიძე, 16 წლისა,
51-ე საშუალო სკოლის მოსწავლე.
აპრილში, ისევე როგორც ნოემბერში, თამუნას არ გაუცდენია მიტინგის არც ერთი დღე. სულ მოშიმშილეებთან იყო - მიჰქონდა წყალი და თბილი ტანსაცმელი.
ვილოცებ მათთვის..
მე მეტი აღარაფერი მაქვს სათქმელი..
No comments:
Post a Comment