Friday, April 8, 2011

"რით, რით შენდება ლექსი.."

- გამარჯობათ! :)) იცით მე დღეს ლექსი დავწერე.
- დაა.. რა ჩადეთ ამ ლექსში?
- მმ.. სიტყვები რა თქმა უნდა..
- აჰ.. არ, არა. განა მხოლოდ სიტყვით შენდება ლექსი?! ლექსი გრძნობითა და განცდით უნდა ააშენო. თითოეულ სიტყვიდან შენი მწუხარება, სიხარული, სიყვარული ან სინანული უნდა გამოჰკიოდეს. განა შეიძლება შენს "ხმამაღალ" ლექსში მხოლოდ სიბრძნე და უაზრო სიტყვების რახა-რუხი უხეშად ხვდებოდეს გულსა და გონებას?!
დავუშვათ და რომელიღაც ტაეპში მართლაც ჩადეთ ფიქრები და განცდები, მერე რა მოხდა? - აირიეთ.. ან უბრალოდ მუზას მოსწყინდით.. და თქვენა ხართ პოეტი?! შეიძლება თქვენც და გალაკტიონსაც პოეტი გეწოდოთ?! არა ჩემო კარგო.. პოეტობა მხოლოდ სიტყვის სიტყვასთან მიდგმა და უაზრო რითმა არ არის! პოეტები ყოველთვის ერთი ცრემლიც გვისწრებენ, სიტყვებს ლექსში ყვავილად ფურჩქნიან, ერის წყლული იარად აჩნიათ მტკიცე გულზე, მისი ტანჯვით სული ეწვით. ჩვენ რომ გვგონია ის - არა, სხვებს რომ ჰგონიათ არც ის არიან.
თქვენი აზრით რით თენდება ბნელი? რატომ ნათდება მაშინ, როდესაც ცის კიბეებით მსვლელ ლექსს იხილავს? ..
არა ძვირფასო.. მხოლოდ ის არაა სიტყვები შეარწყა და რითმით გახარებულმა თავი პოეტად იგრძნო.. ასე არა? მაშ მითხარით, რა ჩადეთ ამ ლექსში? მითხარით რით აიყვანეთ მისი კედლები? რა ჩააღვენთეთ საძირკველში? ოჰ.. მხოლოდ რითმა? მეცინება.. მეცინება.. და სულ მალე თქვენი ლექსი დაინგრევა, მიწასთან გასწორდება, დადნება, დაილევა და მას თან გაჰყვება თქვენი მოჩვენებითი პოეტობაც..
- ფიქრები.. გრძნობები..
                                            მე..
                                                არ..
                                                     ვარ..
                                                            პოეტი!!!

No comments:

Post a Comment