Thursday, April 7, 2011

ჩემზეც იფიქრეთ..

არ მინდა..
გმადლობთ.
გავფითრდი..  გამაჟრჟოლა.. ცრემლები მომაწვა.. შევიშალე..
15 წლის არის.. ცისფერი თვალები აქვს..
             ( ბავშვობაში ასეთი წარმომიდგენია.. )
(ახლა ალბათ გაუნაცრისფერდა..)
ასე შეიძლება? თუ სიცოცხლე არ გინდა მას რას ერჩი? თან ასეთ დღეს.. ო ღმერთო შეუნდე.. შეიწყალე.. ალბათ გონზე ვერ იყო.. რამ გადააწყვეტინა? არადა ისეთი კარგი შვილები ისეთი.. ისეთი.. პირადად არა მაგრამ შორიდან ვიცნობდი.. ასე ვინ უნდა გასწიროს?
არა მთლად ასეც არ შეიძლება.. ალბათ მძიმე დღე ედგა.. მეტს ვეღარ გაუძლო.. ყელში ახრჩობდა რეალობა და გასაქანი არ მისცა სადმე ამოენთხია.. ასე როგორ შეიძლება.. 
აიი ისეევ.. ყველაფერი დანაშაულამდე მიდის..
და მე დღეს ვიცინოდი.. მე ვიცინოდი, როცა ის მძიმე ცრემლით კიოდა.. არა მე არ ვარ ასეთი! არც ის იყო ისეთი.. დარწმუნებული ვარ!! რაღაცამ აიძულა.. თავს ვერ მოერია..  

ასე არ შეიძლება.. სხვებზეც უნდა იფიქრო.. მე რა დავაშავე შენ თუ სიკვდილი გინდა.. მე რატომ უნდა მატირო.. ჩემზეც იფიქრე.. იქნებ რამდენს მართმევ ამით..
"დეე.. მააა ჩემზეც იფიქრეთ"..
დაფიქრდი იქნებ ამით ვიღაცას სამუდამო დაღს ასვამ გულზე...

No comments:

Post a Comment