Friday, May 20, 2011

THE END


მაინც რა არის რა..
დღეს ჩვენს "მეზობლებს" ბოლო ზარი ჰქონდათ.. წავიდნენ.. დაგვტოვეს.. როგორ მომენატრებიან..
ბევრს არ ვიცნობდი.. ნინა.. ლევანი.. ავთო.. საშინლად თბილი და უსაზღვროდ კარგები არიან <3 ფიზრა ერთად გვიტარდებოდა ხოლმე სამშაბათობით და რა ვიცი რაღას აღარ ვთამაშობდით.. ტენისი, კალათბურთი.. მაგრამ მე ყველაზე მეტად ფრენბურთი მიყვარდა.. არ გამომდიოდა თამაში და მაინც ვთამაშობდი ხოლმე.. ავთო მეტყოდა იდექი შენ ჩვენი თილისმა ხარო :დ.. ჩვენი ბიჭები არასდროს არ გვათამაშებდნენ ხოლმე გოგოებს.. ესენი კიდევ.. შემთხვევა არ მახსოვს მე რაღაც მეთხოვა (ბურთი მომეცი, დამარყმევინე, მე ჩავაწოდებ და ა.შ) და უარი ეთქვათ.. რა ძალიიან მომენატრებიიააან :\
დღეს წავაწერე რაღაცები მაიკა-ფართუკებზე..
და მე ვიცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს სულ მეყვარებიან <3 არ დამავიწყდებიან <3
გავეტირე ლამის სკოლიდან მეც წამიყვანეთ მეთქი, თავიდან.. :დ მერე რაღაც სევდა შევამჩნიე ყველას თვალებში.. ზოგს უფრო მეტი, ზოგს ნაკლები ჰქონდა.. მაგრამ მთლიანობაში.. თითქოს რაღაც მშობლიურს ემშვიდობებოდნენ..
გაახსენდებათ ალბათ, ზოგს ტკივილით.. ზოგს ცრემლებით და სიცილით რათქმაუნდა.. სიყვარულით.. მონატრებით..
"რა ტკბილი ყოფილა სკოლა" - ვკითხულობდი მათიდან..
დამიჯერეთ გაზრდას ყოველთვის მოასწრებთ.. მთავარია რასაც ვეღარ დაიბრუნებთ ის გაიხანგრძლოვოთ.. ვიცი, ვიცი.. ჩემი ოცნებაც ის იყო ბავშვობაში დიდი გავზრდილიყავი.. მერე მინდოდა სკოლა მალე დამემთავრებინა.. ახლა კი მინდა რაც შეიძლება გავწელო ეს წლები და მათგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო.. დარწმუნებული ვარ უსაზღვროდ მომენატრება ბავშვობა და ეს წლები, როცა უკვე დამოუკიდებელი ვიქნები და ათასი პრობლემაც იჩენს თავს..
და ვიცი მოვა დრო, როცა მეც დავტოვებ მშობლიურ 21-ეს ცრემლებით..
მანამდე კი "მე <3 ჩემი სკოლა"

No comments:

Post a Comment